ახალი ამბები

სიღნაღში ელექტროშოკით თევზაობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მოქალაქე მდინარე იორზე თევზაობდა. უწყების თანამშრომლებმა მას სამართალდარღვევის იარაღები ჩამოართვეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოს უკვე მიაწოდეს.
21 სექტემბერს უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი აღიკვეთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ,,დალის მთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამართალდამღვევები თევზს ე.წ. სახლართი ბადის გამოყენებით იჭერდნენ. მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის იარაღი. გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.