თელავში ,,შენ ხარ ვენახი“ ბრუნდება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თელავის მერიამ გადაწყვიტა საკითხზე საჯარო მსჯელობა მოაწყოს. ამჟამად ქანდაკება დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, უწყებაში შევიდა მოსახლეობის განცხადებები, რომლებიც ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ:
,,თელაველებს სურთ, რომ მოხდეს ძეგლის აღდგენა–რეაბილიტაცია და კვლავ დაიდგას თელავში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმსჯელოთ თემის ირგვლივ. ჭავჭავაძის სკვერი რეაბილიტაციის შემდგომ შეიცვალა, ამდენად სამსჯელოა, რამდენად მოიხდენს სახეცვლილი სკვერი ძეგლს. ხვალ, 23 სექტემბერს, 13.00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყობა შეხვედრა-დისკუსია ძეგლის ავტორთან – მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილთან, ქანდაკების ,,შენ ხარ ვენახი“ აღდგენა – განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშNული თემით დაინტერესებულ მოქალაქეებს და სპეციალისტებს ვთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში.”