ტელეკომპანია ,,მაესტრომ” ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო
,,მაესტროს” კახეთის რეგიონული ჟურნალისტის, ნათია წითელაურის თქმით, ტელევიზიამ ახალი სეზონი სიახლეებით დაიწყო. მისი თქმით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება 9 საათის ნაცვლად 8 სთ-ზე გავა ეთერში.
,,კოლეგებთან ერთად ავღნიშნეთ ახალი სეზონის დაწყება. მე როგორც კახეთის რეგიონის ჟურნალისტი, ვპირდები ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომ ჩემგან ყოველთვის დაბალანსებული და სწორი ინფორმაცია ექნება მიწვდილი. მოხარული ვარ რომ ,,მაესტროს” გუნდის წევრი ვარ”,- განუცხადა Knews.ge-ს ნათია წითელაურმა.