თელავში ვაკანსიების კვირეული გაიხსნება
ღონისძიება გაიმართება ვაჟა ვშაველას სახელობის თეატრის შენობაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულზე მოსახვედრად საჭიროა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია და წარადგინოთ საგზური.
სამინისტროსვე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში დამსაქმებლებმა 76 პოზიციაზე, 100 ვაკანსია წარმოადგინეს. ვაკანსიების კვირეულში, კახეთის მასშტაბით 20 კომპანია მონაწილეობს, რაც ჯამში 130 ადამიანის დასაქმებას გულისხმობს.
სამუშაო მაძიებელებს საშუალება აქვთ Worknet.gov.ge-ზე 24 სექტემბრის, ღამის 12 საათამდე დარეგისტრირდნენ.