კახეთის რეგიონში ამ დროისათვის 30 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი – 8,7 ათას ტონამდე, ყვარლის – 6,6 ათას ტონამდე და თელავის – 4,4 ათას ტონამდე. ამ დროისთვის კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.