ანსამბლი „ერისიონი“ თელავის თეატრში კონცერტს გამართავს
Knews.ge-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ანსამბლი 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეგიონულ ტურნეს აგრძელებს. კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ბილეთის ღირებულება 15-დან 20 ლარამდე იქნება. ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
საიუბლეო თარიღთან დაკავშირებით, “ერისიონმა” კონცერტები ქვეყნის ყველა რეგიონში ჩაატარა. უწყებაში განაცხადეს, რომ ქართული ტურნეს დასრულების შემდეგ ანსამბლი უკრაინასა და მოლდოვაში გაემგზავრება.