“ივანიშვილს კახეთში 300 ჰექტარი ვენახი აქვს ხელში ჩაგდებული”
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ექსპრემიერ ივანიშვილს “გაბატონებულ მილიონერთა კლუბის” წარმომადგენელად მოიხსენიებს და წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს.
„300 ჰექტარი ვენახი ბიძინა ივანიშვილს ხელში აქვს ჩაგდებული კახეთში და ბუნებრივია, მას ურჩევნია, საკუთარ ვენახში მოწეული ყურძენი მიიღოს და მე-10, მე-15 ადგილზე გადააგდოს ამ კერძო სექტორში ხარისხიანი და უკეთესი ყურძენი,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და კოალიცია „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია
„ამ ხელისუფლებისთვის უკანასკნელი თვეები დაიწყო და შემოდგომის ბუზების სტადიაში გადავიდნენ. შემოდგომის ბუზისთვის კი აუცილებლად დგება სუსხიანი ზამთარი,“ – აღნიშნავს ლეიბორისტების ლიდერი.