წინანდლის მუზეუმში ფრანგი მხატვრების გამოფენა გაიმართება
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები და რელიეფები.
„ამ გამოფენას ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს არა მარტო რეგიონისათვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კიდევ უფრო ხელშეწყობისათვის, სახლ-მუზეუმის ტრადიციების აღდგენისათვის, რადგან ევროპული კულტურა აქედან დაიწყო.“, – განუცხადა Knews.ge-ს წინანდლის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, მაია კოკაჩაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ორკესტრი “Georgian Sinfonietta”, 16 საათზე, ერთ საათიან კონცერტს გამართავს. ორკესტრს უხელმძღვანელებს მსოფლიოში გერმანელი მევიოლინე კრისტოფ მეიერი. კონცერტზე შესრულდება ფრანგული ბაროკოს მუსიკის და სხვადასხვა ევროპელი კომპოზიტორის ნაწარმოებები.
გამოფენა „სილქროუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია საფრანგეთის საელჩო საქართველოში. წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფრანსუა-მარი ანტონიოზი 1949 წელს პარიზში დაიბადა. ფრანსუა ბავშვობიდან ხატავდა. ის ცნობილი პატივსაცემი ფრანგული ოჯახიდანაა. ფრანსუა-მარი ანტონიოზი თავიდან ანრი ბოდენის, კუბისტი მხატვრის შემოქმედებით იყო მოხიბლული. ოჯახშიც უამრავ ხელოვანსა და მწერალს ხვდებოდა. სორბონში ხელოვნების ისტორიის და აკადემიაში მხატვრობის შესწავლის შემდეგ 1974 წელს იგი კაზა ველასკესის კონკურსის ლაურეატი და რომში საფრანგეთის აკადემიის კონკურსის ლაურეატი გახდა.
მინო საკუთარი სამუშაოს უდიდეს ნაწილს საჯარო ადგილებში მონუმენტალური ნამუშევრების რეალიზაციას უთმობს. მისი სკულპტურით არის გაფორმებული საფრანგეთის კულტურის სამინისტროს შესასვლელი ჰოლი, ფილოლოგიის ეროვნული ცენტრის შესასვლელი ჰოლი და მისაღები დარბაზი, რეილის ქუჩის კედელი. მინოს ძირითადი საქმიანობა მხატვრობის არქიტექტურაში შერწყმაა.