გურჯაანში ტურიზმის განვითარებისათვის საგრანტო კონკურსი იწყება
პროექტს „ საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობის გაზრდა“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს, ხოლო ადგილობრივ დონეზე ოპერირებას „მედია ცენტრი კახეთი“ უწვს.
პროექტის მიზანია კახეთსა და იმერეთში სამუშაო ადგილების შექმნა და მოწყვლადი მოსახლეობის (სოციალურად დაუცველების, დევნილების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლების გაზრდა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გვეწვიოთ „მედია ცენტრი კახეთის“ ოფისში მისამართზე: იოსებ ნონეშვილის გამზირი ნომერი 2. მე-4 სართული. ტელეფონი: 221999 ან 593264533