კახეთის უნიკალური სახლები
ქალაქ თელავის ძველ დასახლებებში განლაგებული სახლების უმეტესობა XVIII-XIX საუკუნის მიჯნის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ანუ ტრადიციული არქიტექტურის ნიმუშებს წარმოადგენს. ქალაქის ქუჩებში უფრო გვინადელი ეპოქის ორ და მარავალ სართულიან სახლებს პირვანდელი სახითაც შეხვდებით, სადაც თაობები დღემდე ცხოვრობენ.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ვახტანგ გაგნიძის განცხადებით, ერისთავის ქუჩა20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული, რომელიც ქალაქის სტორიულ ნაწილში, ყადორის ბორცვის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. საცხოვრებელი სახლის პირველი მესაკუთრე ღვინით მოვაჭრე პაატაშვილი ყოფილა.
,,გადმოცემის თანახმად, საცხოვრებელი სახლის პირველი მესაკუთრე ყოფილა მოსკოვში ღვინით მოვაჭრე პაატაშვილი (მისი სახელი უცნობია). მის მეზობლად თურმე სხვა პაატაშვილებიც სახლობდნენ, რის გამოც ერთხანს ამ უბანს პაატაშვილების უბანსაც უწოდებდნენ. 1997 წელს, პაატაშვილების ერთჶერთი შთამომავლისგან, ნოდარ ნაცვლიშვილისგან, სახლი შეუძენია არსენ ბერთლანს, რომელიც ამჟამადაც მისი საკუთრებაა“.
თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩა 9-ში მდებარე ყაზახიშვილების სახლი ძველი აგურითა და რიყის ქვით ნაშენი ერთსართულიანი სახლია, რომელიც მარტივი არქიტექტურული ფორმებით არის გადაწყვეტილი. მისი ფასადი თეთრად არის შელესილი, წინ კი მცირე ზომის ეზო-ტერასაა განლაგებული, რომელიც სახურავის დამჭერი მრგვალი აგურის შელესილი სვეტებით არის მოსაზღვრული. ფასადზე გამომავალი კარჶსარკმლები სწორკუთხაა, მორკალული ზღუდარებით. მთელს კედელს კი ნალესი თაღოვანი ფრიზი გაუყვება, რომელიც თითოეულ ღიობს საზღვრავს. ეზოს განაპირას შემონახულია ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგში ჩასასვლელი კიბეც. საცხოვრებელი სახლი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.სახლის დიასახლისი ციალა გვარაძე ამბობს, რომ სახლს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება, რადგან სვეტები, რომელ სახლს ამაგრებს, ჩამონგრევის პირასაა.
,,სახლს სასწრაფოდ უნდა მიეხედოს, თორემ თოვლის და ყინვისას შეიძლება ეს სვეტები ჩამოიშალოს, რომელიც სახლს აქვს შედგმული. მიხარია, რომ ამ სახლში გადმოცემის თანახმად, ცხოვრობდა ისეთი ხალხი, ვისითაც შეიძლება იამაყო“.
ცნობილი მხატვარი ელენე ახვლედიანი თელავში დაიბადა. დღემდე შემორჩენილია სახლი, სადაც მან ბავშვობის წლები გაატარა, რომელიც მეჶ20 საუკუნის ისტორიული ძეგლია. თელავში გატარებული წლები მის მხატვრობაზეც აისახა. უკვე გამოჩენილი ოსტატი, თავისი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ დაუბრუნდა კახეთის პეიზაჟებს, სადაც ძველი არქიტექტურა შესამჩნევად სადა და ინდვიდუალურია.
კახეთის უძველესი მე-9 საუკუნის ძეგლი – ,,ვაჩნაძიანის პალატები” ილარიონ ქართველს ეკუთვნოდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე დარბაზული ტიპის გრანდიოზული სასახლის პირველ სართულზე ძირითადი საცხოვრებელი, ხოლო მეორე სართულზე საზეიმო შეკრებებისთვის ფართო თაღებიანი დარბაზი მდებარეობდა. სოფლის მკვიდრის, ილია ლაშქარაშვილის თქმით, რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები სასახლე ამჟამად დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარები და კედლების ზედა ნაწილები. მოსაწესრიგებელია ძეგლამდე მისასვლელი გზა და ტერიტორია ხშირი მცენარეული საფარისაგან არის გასაწმენდი.
,,ილარიონ ქართველი მშობლებმა იერუსალიმში გააგზავნეს სასწავლებლად, იქიდან რომ ჩამოვიდა დედა და და აღკვეცა მონაზვნებად, მამა გარდაცვლილი დახვდა. მამა ანდერძად დაუტოვა, რომ დარჩენილი ქონება შეეწირათ ეკლესიაჶმონასტრების მშენებლობისთვის. 3 კილომეტრში კალაურის ტყეში არის ნათლისმცემლის ტაძარი, მანდ იყო სასულიერო სასწავლებელი, რომელიც მისი აშენებულია, ასევე ვაჩნაძიანის ყველაწმინდის 9-ე საუკუნის უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსიც, ასევე დავით გარეჯში ფერისცვალების ლავრა. ამის შემდეგ იგი შემდეგ კვლავ გაემგზავრა იერუსალიმში. დაკრძალულია კონსტანტინოპოლში რომანის ლავრაში. აქ, პალატებშიც 12-13 – ე საუკუნეებში სასულიერო სასწავლებელი ყოფილა. გადმოცემის თანახმაზდ, აქ უსწავლია პოეტ ჩახრუხაძეს,, თამარიანის“ ავტორს. 14-15-ე საუკუნეში ეს რეზიდენცია გახდა ვაჩნაძეების საკუთრება. ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, საქართველოში ამ მასშტაბის გრანდიოზული შენობა არ არსებობს. 30 მეტრი აქვს სიგრძე და სიგანე 12 მეტრამდე.“
სოფელ ველისციხეში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ვაჭრობისა და წარმოების ეპოქის ნაკვალევს ტოვებს. XVI საუკუნის ღვინის მარანი, სადაც მოწყობილია არქეოლოგიურჶეთნოგრაფიული კუთხე. ის დღეს ტურიზმის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. მარან-მუზეუმის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი სახლი იყო. მარნის შენობა აშენებულია რიყის თეთრი ქვით და ოთხკუთხა ქართული აგურით. მარნის მფლობელის, ნუნუ კარდენახლიშვილის თქმით, ,,ნუმისში“ გახსნილია მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც დაცულია სხვადასხვა ეპოქის ნივთები.
,,აქ იყო სოფლის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი ეზოთი. შემორჩენილი იყო საცხოვრებელი სახლის საძირკველის ნაწილი. ყველაფერი იყო მიწის ქვეშ დაფარული, ქვევრებიც მიწით, ქვით და წვიმის წყლით იყო ამოვსებული. შევეცადე, რომ გადმოცემის თანახმად როგორიც იყო ეს სახლი ძველად, პირვანდელი იერი დამებრუნებინა. მარანი 16 საუკუნის ძეგლია, გვიანი ფეოდალური ხანის. დღეისათვის დიდ ინტერესს იწვევს თავისი სიძველით, აქ შემორჩენილია უამრავი და უხარმაზარი კოლექციები – ქრისტეშობამდე ღვინის სასმისები, 2500-3000 წლის წინანდელი ყველაფერი თუ რაიმე ღვინოსთან არის დაკავშირებული ქართულ ეთნოგრაფიაში, თითქმის ყველაფერი გვაქვს კოლექციებში“.
ველისციხეში ასევე შემორჩენილია მეექვსე საუკუნის მარანი, რომელიც ფირაშვილების ოჯახს ეკუთვნის. უნიკალურ ღვინის მარანში 600 წლის საწნახელი ინახება, რომლის ანალოგიც საქართველოში არ მოიძებნება. როგორც მასპინძელი გვიამბობს, საწნახელი მხოლოდ ერთი ხისგან გამოუთლიათ, რომელიც სიგრძეში 6, ხოლო სიგანეში კი 1,5 მეტრია. მასში ინგლისელი ტურისტი ნახევარ მილიონ დოლარს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო.
,,15 წელია რაც ველისციხეში ტურისტი შემოდის, რაიონში არსად არ შემოდიოდა ტურისტი აქ რომ მოდიოდა. 5 წლის წინ ამ საწნახელში ნახევარი მილიონი დოლარი შემომათავაზეს, რომ გამეყიდა, ინგლისში უნდოდათ ამისი წაღება, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ არ გავყიდი. ჩემმა წინაპარმა დამიტოვა და მეც მინდა, რომ დავუტოვო ჩემ შთმომავლობას. მარანში არის უძველესი ნივთი – 600 წლისაა ქვის საქაჯავიც. ასევე, არის 18 დიდი ქვევრი, ყველაზე დიდი ქვევრები არის სამ ტონანახევრიანი და ყველაზე პატარა ქვევრი ტონანახევრიანი. კიდევ გვაქვს 300-500 ლიტრიანი პატარა ქვევრები, რომელსაც ჩვენ ქოცოს ვეძახით,“ – ამბობს ნოდარ ფირადაშვილი.
კახეთის უნიკალური სახლების კარგი მაგალითია ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი სოფელ გურჯაანში, სადაც ამჟამად ქართველი კინომსახიობის ნატო ვაჩნაძის სახლჶმუზეუმია გახსნილი. სახლი XIX ს-ის დასაწყისში ქართული აგურის გამოყენებითაა აგებული. მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალებიც;
კახეთის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები მრავლადაა სიღნაღშიც, სადაც ვაჭრობა აქტიურად იყო განვითარებული. უნიკალურ სახლებს რეგიონის ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც შეხვდებით, რაც მაშინდელი ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის, სოციალური სტატუსის შესახებ ზუსტ ცნობებს იძლევა. მთავარი კი ისაა, არსებული უნიკალური სახლები ნგრევის მსხვერპლად არ იქცნენ.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი