ჭანდარში 8 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა
„ბავშვს თავის ტრამვა აქვს და ეხლა გადაჰყავთ თბილისში. როგორც ვიცი, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განუცხადა knews.ge-ს კობა ჯავშანაშვილმა. knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლის შემდეგაც ბრალეულობას გამოძიება დაადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.