ს/ს “კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ახალი მმართველი ჰყავს
კომპანიაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის პოსტზე მეტრეველმა შეცვალა ნათია სახოკია, რომელიც ამავე თანამდებობას 2015 წლის 14 ივლისიდან იკავებდა.
,,მეტრეველი ჯერ შემოსავლების სამსახურს, ხოლო ამ დრომდე ლაგოდეხის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა. ენერგოგამანაწილებელ კომპანიაში საქმიანობამდე სხვადასხვა წელს მუშაობდა ლაგოდეხის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ლექტორად, შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის ლაგოდეხის საგამოძიებო ქვ. განყოფილებისუფროს გამომძიებლად, შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო ოპერატიული განყოფილების უფროსად. მას დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს მრავალწლიანი ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილება. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი”,– აცხადებენ ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში”.
ზურაბ მეტრეველი „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ 2010 წლიდან მუშაობს.