თელავის მუნიციპალიტეტის ბაღებში 1270 აღსაზრდელი დარეგისტრირდა
მისივე თქმით, ახალ სასწავლო წელს სააღმზრდელო დაწესებულებები სიახლეებით შეხვდნენ.
,,20 სააღმზრდელო დაწესებულებაში გარემონტდა შენობები და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. დღეისთვის ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი ნორმალური სწავლისა და აღზრდისთვის. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, საკმაოდ გაიზარდა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუშაობა განაახლა გახანგრძლივებულმა ჯგუფებმა. ასევე სოფელ შალაურს აქვს ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ოფიციალურად 18 სექტემბერს გაიხსნება”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.