სტიქიამ ლაგოდეხში ხუთი სოფელი დააზარალა
მოსახლეობის თქმით, სტიქიამ რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა და მრავალწლიანი ხეები დაგლიჯა. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი გელათი დააზარალა. ლაგოდეხის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
,,ყველაზე რთული ვითარება სოფელ გელათშია შექმნილი, სადაც ქარმა სახლების უმეტესობა 100%-ით დააზიანა. სტიქიის ზონაში ვიმყოფებით და სიტუაციას ზარალის დამთვლელ კომისიასთან ერთად ვაკვირდებით,”- განაცხადა კახა ჯამბურიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სახლების გადახურავში დაეხმარება.