მევენახეების პროტესტის მიუხედავად, სახელმწიფო ყურძენზე ფასის გაზრდას არ აპირებს
მისივე თქმით, რქაწითელს სახელმწიფო 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად ჩაიბარებს.
„უკვე წავედით კომპრომისზე, იმიტომ, რომ სუბსიდირებას არ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნები ვერ მიიღებენ, ვინაიდან მათი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გვესმის, რომ გადავსებული აქვთ ის ჭურჭელი, რომელიც მათ გააჩნიათ და ღვინო აქვთ გასაყიდი, ამ შემთხვევაში ყურძენს ჩვენ მივიღებთ“,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა.
დანელიას თქმით, კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი 17 საწარმო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 საწარმო ახორციელებს. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, კი რთველის პროცესში კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვება. მინისტრის თქმითვე, რთველის აქტიურ ფაზაში შესვლისას ყურძნის მიღებას სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია.
შეგახსენებთ, სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებული ფასების გაზრდას კახეთში მცხოვრები მევენახეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. ფერმერები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.