გურჯაანში აქციის მონაწილეებს სოფელ ართანიდან შეუერთდნენ
როგორც ართანელები პირად საუბარში აცხადებენ, ისინი ყურძნის დაბალი ფასს მანამდე გააპროტესტებენ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
,,ყურძნის დაბალი ფასის გასაპროტესტებლად სოფლიდან რამდენიმე წუთის წინ ორი მიკროავტობუსით წავიდა მოსახლეობა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა გურჯაანში. მოვითხოვთ, რომ მთავრობამ მოგვხედოს”,- განუცხადეს knews.ge-ს ართანელებმა.
Knews.ge-s ინფორმაციით, დღეს სოფელ ართანასა და ნაფარეულში მცხოვრებ მევენახეებს აქცია თელავში, გამგეობის წინ უნდა გაემართათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო არ ჩატარდა, რის შემდეგაც მევენახეები გურჯაანში აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.