გურჯაანში მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი ადამიანი, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემი. აქციის მონაწილეები განსაკუთრებულ უხეშობაში ადანაშაულებენ პოლიციელ გიორგი ნასყიდაშვილს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილი. ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს. ისინი კახეთში ბიძინა ივანიშვილისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ. knews.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გახსნილია მოძრაობა თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე, თუმცა საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ,,არ დავიშლებით მანამ, სანამ არ გვეტყვიან რა ფასად ჩაიბარებენ ყურძენს ჩვენგან. ღვინის ქარხნები თუ მიიღეებენ