გურჯაანში მევენახეთა საპროტესტო აქციები გრძელდება
,,ტყეში მოკრეფილი შვინდი 1 კგ 2.50 თეთრი ღირს და 1 კგ ყურძენი 60 თეთრი, სირცხვილია”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ გურჯაანში მევენახეებმა გუშინაც გადაკეტეს ქალაქის მთავარი ქუჩა. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას გურჯაანში რომელი ღვინის ქარხანა იბარებს ყურძენს. ფერმერები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ყურძენზე დაბალი ფასი რამდენიმე დღის წინ სოფლებში კარდენახსა და სამთაწყაროშიც გააპროტესტეს.