სტუდენტები, რომლებმაც გრანტი ვერ მოიპოვეს, დასაქმდებიან
პირველ ეტაპზე პროექტში თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. სასწავლებლებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 20 სექტემბრამდე უნდა მიაწოდონ ამ სტუდენტების სია და გაუწიონ მათ შესაბამისი რეკომენდაცია. უწყებაში განმარტავენ, რომ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას.
„ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს. ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე (მაგალითად: გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ)“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.