კახეთში ამ ეტაპზე ყურძენს ღვინის 4 საწარმო იბარებს
რთველში ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვა ქალაქებიც, რასაც სხვა სახელმწიფო ღვინის საწარმოების გახსნა ავტომატურად მოჰყვება. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში გადაიხდის 25 თეთრს და სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით ჯამში 60 თეთრი ეღირება. მთავრობა 1 კგ საფერავში კი მევენახეს გადაუხდის 60 თეთრს, რასაც სუბსიდია დაემატება და მისი ღირებულება 75 თეთრი იქნება.
დღევანდელი მონაცემებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 56 ღვინის კომპანია.
დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელ ხაზზე – 2 47 01 01, ან ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.georgianwine.gov.ge