სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების – კოღოს და განსაკუთრებით საშიში და მიგრაციული კალიების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ბრძოლის ქიმიური და ბიოლოგიური ღონისძიებები როგორც სამანქანო დანადგარების, ასევე ავიაციის გამოყენებით.
აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინაამდეგ დამუშავდა 1500 ჰექტარი. შეწამლულ ადგილებში მნიშვნელოვნად შემცირდა მწერების პოპულაციის რიცხოვნობა. საგულისხმოა, რომ ტრანსმისიური დაავადების გადატანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ჩატარებული ღონისძიებების შედეგია. კალიების საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის რეგიონებში დამუშავდა 32 000 ჰექტარი ფართობი, მათ შორის 4 000 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით,”- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სააგენტომ აღნიშნულ ღონისძიება 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის – “მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის” ფარგლებში ჩაატარა, ხოლო ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების განადგურება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა.