ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი, საშემოდგომო ვაქცინაციასთან ერთად დაიწყება და მოხდება წვრილფეხა პირუტყვის ნიშანდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს მიმართულია მეცხვარეობის დარგის გაჯანსაღებისკენ.
“იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის პროცესი ხელს შეუწყობს აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ხორცსა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე მიკვლევადობას, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის გაუმჯობესებას. წლების განმავლობაში არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვები ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით. დღეს კი ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ, მოხდეს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ქართული ცხვრის ჯიშების განვითარება და პოპულარიზაცია” –განაცხადა ოთარ დანელიამ.
წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2015 მაისში მიიღო.