თელავში მაწანწარას ხევს წმენდენ
მოხდება კალაპოტის დაღრმავება რისთვისაც მოეწყობა სამი ქვის წყობის გაბიონიც, რომელსაც ნაპირსამაგრი მნიშვნელობა ექნება.
მიმდინარე სამუშაოებში თელავის მერია 57 628 ლარს დახარჯავს. ხევის გაწმენდითი და სარეგულაციო სამუშაოები 14 ოქტომბრისთვის დასრულდება:
,,მაწანწარას ხევს ათწლეულების მანძილზე არ ჩასტარებია გაწმენდითი სამუშაოები, რითაც იგი ჭარბი ნალექის შემთხვევაში მუდმივად ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ღვარცოფსაშიში”, – აცხადებენ მერიაში.