ახალი ამბები

თელავში ქალთა პოლიტიკური გააქტიურების შესახებ იმსჯელებენ

შეხვედრის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზამების შესახებ ინფორმირება. მოეწყობა თემატური ფილმის ჩვენება, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია. 
„გენდერული საუბრები“ გაიმართება 10 სექტემბერს, 13 საათზე, თელავის მედია-კაფეში, ერეკლე მეორეს ქუჩა N4-ში. 
შეხვედრა შედგება პროექტის „აირჩიე თანასწორობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.