„შპს „GParadise”-ის მენეჯმენტის განცხადება (R)
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ალავერდის ეპარქიას გაწეული დახმარებისთვის, აღნიშნული ღირსშესანიშნავი მოვლენა არ იქნებოდა შესაძლებელი თქვენი თანადგომის გარეშე. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. პროექტში უპირატესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, არა მარტო პროექტის განვითარების ეტაპზე, არამედ მისი დასრულების შემდგომაც, კომპლექსის ოპერირების სტადიაზეც. ჩვენ გვჯერა, რომ წმინდა ეკლესიის კურთხევით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგვიძლია.“