სახელმწიფო მევენახეებისაგან ყურძენს შეისყიდის
დავითაშვილის თქმით, კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რთველის მიმდინარეობის საკითხებს თელავში, რთველის საორგანიზაციო შტაბში გაეცნო.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ყურძენს არ ჩაიბარებს უფრო მეტ ფასად, ვიდრე კერძო სექტორი. ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე მხარის ინტერესს. ჩვენ ხელს არ შევუშლით ინდუსტრიის განვითარებას, სახელმწიფო არ უნდა გახდეს ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტი. ხელოვნურად გაზრდილი ფასები ქართული ღვინის პერსპექტივას გააუარესებს. ჩვენ პოლიტიკა არის თანმიმდევრული – სახელმწიფო ყურძენს ჩაიბარებს იმავე ფასში, რაც ბაზარზე იქნება დაფიქსირებული. სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ყურძნის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გლეხი იქნება მომგებიან მდგომარეობაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც დღეს გვაქვს.ისევე როგორც შარშან, წელსაც რთველი ორგანიზებულად ჩაივლის და წინასწარი ნეგატიური შეფასებები უსაფუძვლოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მინისტრის მოადგილის განცახდებით, წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და გლეხი შეძლებს მოსავლის მომგებიანად რეალიზებას. რთველი 2015-ის ფარგლებში, 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო 1 კგ საფერავზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 1 კილოგრამი რქაწითელი და მწვანე 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავის ღირებულება კი 85 თეთრი იქნება. მიკროზონებში მოწეული საფერავის ფასი შესაძლოა 1 ლარი ან მაქსიმუმ 1. 20 ლარი იყოს.