ახალი ამბები

25 აგვისტოდან კახეთში ანალოგური საეთერო სიგნალი გაითიშება

ამის შემდეგ ტელევიზორის ყურება მხოლოდ ციფრულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობასთან დაკავშირებული სიახლეები გადაამოწმოთ სააგენტოს ვებ (www.digitaltv.ge) და სოციალურ (www.facebook.com/Digitaltv.ge) გვერდებზე. საგარეჯოში ანალოგური საეთერო სიგნალი 1-ელ ივლისს უკვე გაითიშა. რაც შეეხება რეგიონულ ტელევიზიებს კახეთში, ისინი ტექნიკის გადაიარაღებას ახდენენ, რომ ახალი ტიპის მაუწყებლობა შეძლონ.