გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. რადარამის წარმომადგენლებმა წიგნი მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადასცეს.
,,”რადარამი” ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. ჩვენი სურვილია, შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას”, – განაცხადა “რადარამის” წარმომადგენელმა მარიამ ადუაშვილმა.