ახალი ამბები

გურჯაანში მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება

შეხვედრა ჩატარდება ორგანიზაცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტის – ,,მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრების და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
შეხვედრაზე იმსჯელებენ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისა და პოტენციური მიგრანტების ინფორმირების შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, დასაქმების შეთავაზების სანდოობა, სავიზო პროცდურები და უცხო ქვეყანაში ცხოვრების წესები, სწავლა საზღვარგარეთ და გაცვლითი პროგრამები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი პრევენცია და სხვა.
შეხვედრა ჩატარდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათოშორისო საკოორდინაციო საბჭოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.