15 ივლისიდან პედაგოგთა გამოცდები იწყება
პედაგოგთა გამოცდების მიმდინარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დილიდან აკვირდებიან. ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დილის 8 საათიდან დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასწავლებელთა სასერტიკიაციო გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათია. მიმდინარე წელს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასზე მეტმა მოქმედმა პედაგოგმა გამოთქვა.