ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა გასაუბრება გაიმართება
გამგეობაში აცხადებენ, რომ გასაუბრებაზე დაბარებულია 35 კანდიდატი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ატესტაციას გადიან ის საჯარო მოხელეები, რომლებიც თანამდებობებზე 2012 წლამდე დაინიშნენ.
,,ატესტაციას დაქვემდებარებული პირები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით: პრობლემების გუნდურად ან/და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარის, დროის ეფექტური მართვის და მენეჯერული უნარების, სტრესებისა და კონფლიქტების მართვის უნარის, თვითშეფასების, შესაბამისი სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნის მიხედვით. ვინც ვერ გაივლის ამ ეტაპს, ის შტატი ან გაუქმდება ან კონკურსის წესით შეივსება”,- განუცხადეს Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.