სოფელ ანაგაში ორი ჭაბურღილი აშენდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტით ანაგის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. გამგებლის მოადგილის, ნოდარ მევლუფიშვილის თქმით, ახალი ჭაბურღილების მეშვეობით მოსახლეობა წყალს ყოველდღე რვა საათის განმავლობაში მიიღებს.
,,წელს ამ ორი ჭაბურღილით მართლაც ბოლომდე გადაიჭრა წყლის პრობლემა. ცხელი ზაფხულის პერიოდშიც კი წყლის საკმარისი დებეტი გვაქვს,“ – განაცხადა ნოდარ მევლუფიშვილმა.