თელავში კამპანია „არ დაარღვიო საგზაო წესები“ გაიმართება
აქციაზე საგზაო უსაფრთხოების შესახებ დარიგდება საინფორმაციო მასალები, რომლებიც მოსახლეობას საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ხვალვე, 20:30 საათზე, თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მეორე აქცია ხილვადობის ღონისძიება, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ეფექტურად მუშაობს ღამის ამრეკლი საშუალება რეფლექტორი. მონაწილეებს დაურიგდებათ ღამის ამრეკლი საშუალებები და საინფორმაციო მასალები.
ღამის ამრეკლი საშუალება რეფლექტორი მძღოლს აძლევს შესაძლებლობას, ღამე და დღის ბნელ მონაკვეთში, 150 მეტრის მანძილზე, დაინახოს ფეხით მოსიარულე. ორივე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, ქალაქ თელავის თეატრის მსახიობები, საავტომობილო გზების წარმომადგენლები, საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.