თელავში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
საქველმოქმედო კონცერტი იმართება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი დაესწრებიან.
თბილისში 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდებამ 19 ადამაინის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქს ათობით მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ამ დროისთვის დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება.