თელავსა და საგარეჯოში უნებართვოდ მოწყობილი სანახშირე ორმოები აღმოაჩინეს
უწყების ინფორმაციით, ორმოებთან ნახეს სარეალიზაციოდ გამზადებული 19 ერთეული ნახშირით სავსე ტომარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ნახშირის ტომრები დალუქეს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პოლიციას გადაეგზავნა.