სოციალურად დაუცველი 34 ახალგაზრდა ბაკურიანში დაისვენებს
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, სოფიო ახმეტელის განცხადებით, ახალგაზრდები ბაკურიანში 16-დან 23 ივლისამდე დაისვენებენ. საზაფხულო ბანაკის ხარჯებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს.