დუისში მდინარე ალაზანთან ახალგარდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
მისივე თქმით, ბათირაშვილი სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა.
“დუისის ცენტრში, სადაც იყრება ალაზანი, გამოირიყა ბირკიანში მცხოვრებ ალიხან ბათირაშვილის გვამი. ის 30-35 წლის იქნებოდა. ალიხანი მთაში ცხენით უნდა წასულიყო. ალბათ ცხენმა გადმოაგდო ან ცხენიდან მდინარეში გადავარდა. ბირკიანიდან დაახლოებით 3 კილომენტრ მანილზე წამოიღო წყალმა. ცხენი ალაზნის ნაპირზე მდგარა”, – განუცხადა knews.ge-ს რამაზ მარგოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.