სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა
„მამამ იმ დღესვე გაიგო, რომ მისმა შვილმა გააუპატიურა ბავშვი რა. 13 წლისა ბავშვია. ძალიან ინერვიულა. თქვა, რა შვილი გამიზრდიაო. თავის მოკვლას რომ აპირებდა, ასეთი რაღაც არც კი უთქვამს. როგორც ჩანს, ამ ტრაგედიამ მიიყვანა იქამდე, რომ ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა“, – განუცხადეს Knews.ge-ს მეზობლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. დანაშაული ისჯება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
“სექსუალურ ძალადობაში ბიჭის მამის თვითმკვლელობის შესახებ შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა, მაგრამ თქვენი ინფორმაციის საფუძველძე, პოლიციამ თავად გადაამოწმა ეს ინფორმაცია და დადასტურდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოიება”, – განუცხადა knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, შორენა ჯახუამ.
კახეთში 17 წლის ბიჭს 13 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაზარალებული კახეთის ერთ-ერთი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გოგონაა. შემთხვევა 3 ივლისს მოხდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვნის მშობლებმა პროკურატურას მომხდარის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მანამდე სხვა გოგონაზეც იძალადა სექსუალურად, რომელიც იძულებით მასზე დაქორწინდა და ამჟამად ის ორსულად არის.
ბიჭის დედა შვილის მხრიდან გოგონას გაუპატიურებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ გოგონა სექსუალურ ურთიერთობაზე თავად დათანხმდა. არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონას სხეულზე ეტყობა ნაიარევი, რომელიც ბიჭმა გაუპატიურების დროს მიაყენა.