სიღნაღის თეატრი სტამბულში წარმოდგენას გამართავს
სიღნაღის თეატრი თურქეთში არიელ დორფმანის პიესას – “სიკვდილი და ქალწული“ წარადგენს. რეჟისორის განცხადებით, დასი სპექტაკლს ორჯერ ითამაშებს. თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის კი სიღნაღის თეატრალური დასი წარმოდგენას უსასყიდლოდ გამართავს. პიესა ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლიანობის აღდგენასა და შურისძიებაზე უარის თქმას ეხება.