რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება თელავში
მისივე ინფორმაციით, ხვალ, 10 ივლისს, 12:00-დან 18:00 საათამდე თეატრი მასპინძლობს წიგნისა და მუსიკის ფესტივალს, რომელსაც ატარებს წიგნის ინსტიტუტი. პროექტის მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თელავის მერია:
,,გამომცემლობები ჩამოიტანენ საკუთარ პროდუქციას და იქნება ფასდაკლება წიგნებზე. ჩამოდიან ცნობილი მწერლები, ასევე მუსიკალური ბენდები. წინ გველოდება საინტერესო დღე. საღამოს, თეატრში კინომსახიობთა თეატრი წარსდგება ბოლო პერიოდის ნამუშევრით, ეს გახლავთ ჰილარი ვუდის სპექტაკლი შექსპირის ,,ჭირვეულის მორჯულების“ მიხედვით, თამაშობენ კინიმსახიობთა თეატრის წამყვანი მსახიობები, მათ შორის თელაველი ზურა ანთელავა. ვისაც უყვარს შექსპირი და კინომსახიობთა თეატრი, შეუძლია მობრძანდეს სპექტაკლზე და ისიამოვნოს“.
ფიქრია ყუშიტაშვილისვე განცხადებით, შაბათს, 11 ივლისს, თელავის თეატრში უკრაინული ფოლკლორული ანსაბლი გამართავს საქველმოქმედო ფოლკლორულ კონცერტს ვიტალი ბოლგარის ხელმძღვანელობით: ,,უკრაინულ ფოლკლორულ ანსაბლთან ერთად ჩვენი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფიც მიიღებს კონცერტში მოანწილეობას, რომელიც გაიმართება ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში. კვირას კი, 12 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ანდრო პაპა და ანსაბლი ,,შემოძახილი“ მიიღებს“.