დღეს თელავში ნაყინის ფესტივალი გაიმართება
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, ნაყინის ფესტივალზე ბავშვებს უამრავი სიურპრიზი ელით:
,, ,,ბარამბინო“ აწყობს მხიარულ ფესტივალს. ნაყინის ფისტივალი გაიმართება ბავშვებისთვის და არამხოლოდ მათთვის. მათ ველით ბევრი სიურპრიზი – იქნებიან მულტფილმის გმირები, ანიმატორები და ბოლოს გაიმართება კონცერტი. ბავშვებს უყვართ ლოყაზე მოიხატონ აპლიკაციები, მულტფილმების გმირები, ამიტომ მხატვრები მათ ამ სურვილს შეუსრულებენ. ფესტივალზე ველოდებით ბევრ დამსვენებელს და ასევე, ადგილობრივებს,“– აცხადებს ფიქრია ყიუშიტაშვილი.