სოფელ კარდენახში ათი ადამიანი საქონლის ხორცით დაავადდა
როგორც კარდენახის მოსახლეობა აცხადებს, დაავადების მიზეზი უბანში დაკლული ძროხა გახდა, რომლის ხორცის მოხმარების შედეგად დაზარალებულებს გამონაყარი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება აღენიშნებათ. დაზარალებული 5 მოქალაქე გამოკვლევებს დედაქალაქში იტარებს. საქონლის კონკრეტულად რომელი დაავადების ფორმაა, მედიკოსებისათვის ჯერ უცნობია. ინფორმაციას დაავადების გავრცცელების შესაძლო ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოშიც ადასტურებენ:
სამმართველოს უფროსის ზურაბ ვეფხიშვილის ინფორმაციით, ფაქტის დადგენისთანავე სააგენტოს თანამშრომლებმა დაავადებული ხორცი ამოიღეს და შესასწავლად ლაბორატორიაში გააგზავნეს. ამ ეტაპზე ანალიზის პასუხები ჯერ უცნობია. დაავადებული ათივე მოქალაქე კარდენახის იმ უბნის მკვიდრია, სადაც დაავადებული საქონელი დაკლეს. როგორც რეგიონულ სამმართველოში knews.ge განუმარტეს, საქონელი უნებართვოდ, სასაკლაოს გვერდის ავლით იყო დაკლული.