თსუ-ში ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამის 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ცისკარიშვილი დაესწრნენ.
მარიამ ცისკარიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა საგანმანათლებლო პროგრამისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი ,,1+4“.