მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს
სახარების თანახმად, წმიდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს.
ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო.
უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.