იუსტიციის მინისტრმა სოფელ შილდაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა, რომელიც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით მომხმარებელი დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებსაც მიიღებენ. ადგილობრივებს, ასევე, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.
,,შილდის საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოსახლეობას ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრები მოემსახურებიან და ცენტრი, შილდასთან ერთად, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც, ჯამში 6000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა იმუშავებს. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს სთვაზობს. საზოგადოებრივი ცენტრების თანამდეროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის და მათ საშუალებს მისცემს, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.