ლაგოდეხში ავტომობილი მოვაჭრეთა დახლს დაეჯახა
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, იმ დროს როდესაც მძღოლს ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა და თავად ადგილზე არ იმყოფებოდა, მანქანა დაგორდა და დახლს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძირითადად განადგურდა გასაყიდად გამოტანილი საზამთრო და ნესვი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობოლის უცხოელი მძღოლი პოლიციამ დააჯარიმა, მანამდე კი მძღოლმა დაზარალებულს ზარალი თანხის სახით აუნაზღაურა. ავტომობილის მძღოლი ეროვნებით თურქი იყო. ის საქართველოს გავლით აზერბაიჯანში მიემგზავრებოდა.