ახალი ამბები

პროექტი „ძლიერი ქალები სოფლად“ იწყება

პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოს 5 რეგიონში ტარდება შეხვედრები. საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა – გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა აგრობინზნესში ფერმერ ქალებთან თელავშიც ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება გენდერული თანასწორობისა და სასოფლო – სამეურნეო საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერების, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქალთა წვლილის გაზრდას სოფლის მეურნეობაში, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ელიზბარაშვილის განცხადებით, პროექტის დასასრულს რეგიონების მაშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების ლობისტური შესაძლებლობების გაზრდას და აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 


“პროექტის ფარგლებში სოფლად მცხოვრებ ქალთა საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები პრობლემების გადაწყვეტისათვის, მოეწო საინფორმაციო შეხვედრები, რომლებსაც 400-ზე მეტი ბენეფიციარი, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ , ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები“, – განაცხადა ნინო ელიზბარაშვილმა. 
პროექტი 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ხორცილედება საქართველოს 5 რეგიონის 13 მუნიციპალიტში – თელავში, ახმეტაში, წალენჯიხში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, დუშეთში,თიანეთში, მცხეთაში, გორში, კასპში, ბოლნისში, დმანისსა და წალკაში.
პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის „ ENPARD”- ის ფარგლებშიwww.enpard.ge; პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი (EU).