ახალი ამბები

თესაუმ “ამირანიანის ახლებური ხედვის” შესახებ წიგნი გამოსცა

დღეს თესაუს მცირე სააქტო დარბაზში ნაშრომის ავტორებმა ეთერ ჯაჭვაძემ და გიორგი რჩეულიშვილმა წიგნის პრეზენტაცია გამართეს და უძველესი ქართული ცივილიზაციების, დღემდე გამოუქვეყნებელი თქმულებების და ამირანის, როგორც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მითოლოგიური პოერსონაჟის, შესახებ ისაუბრეს. წიგნში განხილულია ქართული ფოლკლორის უმნიშვნელოვანესი ძეგლი -,,ამირანიანი“ და მასთან დაკავშირებული საკითხები. მონოგრაფია განკუთვნილია ქართული ცივილიზაციით, ფოლკლორითა და მითოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერთა, მაგისტრანტთა, სტუდენტთა და მკითხველთა ფართო წრისთვის.