ახალი ამბები

საკრებულოების მიერ მერების ანგარიშით დაბარებისთვის განსაზღვრული კვორუმი იზრდება

აღნიშნულს ითვალისწინებს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც მთვარობის ინიციატივით პარლამენტი იხილავს.
მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, მერი/გამგებელი საკრებულოს გაწეული მუშაობის შესახებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ვალდებულია, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის შემთხვევაში, თვითმმართველ წარმომადგენლობით ერთეულში რიგგარეშე ანგარიშით წარსდგეს. 
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ერთი მეოთხედის ოდენობით განსაზღვრული კვორუმი ერთ მესამედამდე იზრდება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მერებს საკრებულოში რიგგარეშედ მისვლა წელიწადში არაუმეტეს ორჯერ შეეძლებათ.