შილდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც რაიონული ცენტრებიდან საგრძნობლად დაშორებულია.
“პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. ადგილობრივებს 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლიათ”, _ აცხადებენ სამინისტროში.